ჩემს შესახებ

                             ჩემს შესახებ
  მე ვარ მარიამ ზაზაძე, დაბადებული 1983 წლის 28 იანვარს. ვარ დაოჯახებული. მყავს სამი შვილი.
  სკოლა დავამთავრე 2000 წელს. 2001 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2005 წელს დავასრულე სასწავლებელი. 2010 წელს დავიწყე მუშაობა თმოგვის საბაზო სკოლაში. 2010 წლის სექტემბერშივე ოპტიმიზაციის შედეგად შეერთდა თმოგვის საბაზო და ნაქალაქევის საჯარო სკოლა და დღემდე ვმუშაობ ნაქალაქევის საჯარო სკოლაში.
   2012 წელს ჩავაბარე გამოცდა უნარებში, ხოლო 2016  ჩავაბარე საგნის გამოცდა. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий