გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა



გაკვეთილის მთავარი თემა
ზედსართავი სახელი
სწავლების საფეხური
VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 5 მოსწავლე, განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე სიღრმისეულად გაიაზრებს ზედსართავი სახელის არსს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს მეტყველების ნაწილების ერთმანეთისგან გარჩევას. ასევე შეძლებს ვითარებითი ზედსართავი სახელებისაგან აწარმოოს მიმართებითი ზედსართავი სახელები და ღრმად გაიაზროოს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რომელი გრამატიკის ნაწილი სწავლობს მეტყველების ნაწილებს, ასევე უნდა იცოდნენ თუ რამდენი მეტყველების ნაწილია ქართულ ენაში და რომელი მეტყველების ნაწილები ისწავლეს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, პრეზენტაციით და წერით სამუშაოზე დაკვირვებით.  გამოვიყენებ განმსაზღვრელ  შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
რესურსად გამოვიყენებ სახელმძღვანელოს, პლაკატზე ასახულ თვალსაჩინოებას,დაფას, ცარცს, სამუშაო ფურცლებს.
გაკვეთილის მსვლელობა
  A ფაზა(გამოწვევა)
კლასის ორგანიზება და წინა მასალის გამოკითხვა-7წთ.
  Bფაზა(შინაარსის კონსტრუირება)
გონებრივი იერიშის მეთოდით გადავალ კითხვა-პასუხზე:
  1. რამდენი მეტყველების ნაწილია ქართულ ენაში?
  2. ჩამოთვალეთ, რომელი მეტყველების ნაწილები ისწავლეთ?
  3. დავსვამ შეკითხვას, თუ, როგორი შეიძლება იყოს ვაშლი? მოსწავლეები უპასუხებენ კითხვას და ასოციაციური რუკის საშუალებით გამოვსახავ გრაფიკულად:
                                





                              
ამის შემდეგ გავაცნობ მოსწავლეებს ზედსართავი სახელის არსს და ავუხსნი: ზედსართავი სახელი არის ფორმაცვალებადი, სრულმნიშვნელობიანი სიტყვა, რომელიც გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებას. ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი? რომელი? რანაირი? როდინდელი? სადაური?_15წთ.
  შემდეგ მივცემ დავალებას წყვილებში. ტექსტიდან კითხვების დასმის საშუალებით ამოკრიბონ ზედსართავი სახელები და გაარკვიონ რომელია ვითარებითი და რომელი მიმართებითი._10წთ


   შემდეგი აქტივობა_ დადებითი ზედსართავი სახელბისგან აწარმოონ მოსწავლეებმა ოდნაობითი და უფროობითი ხარისხის ფორმები._10 წთ..
    Cფაზა_აქტივობის დასასრულს ვაფიქსირებ მიღწეულ შედეგებს, აღვნიშნავ შენიშნულ ხარვეზებს, ვისახავ მათი გასწორების გზებს. შესაძლებელია მომიწიოს ზოგიერთ მოსწავლესთან დამატებითი გაკვეთილების ჩატარება და თემის განმტკიცება._3წთ.


შეფასების რუბრიკა


ქულები და კრიტერიუმები
    9 - 10
    7 - 8
    4 - 5
     1 - 3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ  
წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ
წესებს; უჭირს გამართულად საუბარი
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენება.
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. იყენებს თვალსაჩინოებებს.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.






Комментариев нет:

Отправить комментарий